უმაღლესმა საბჭომ სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრ 6 დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, უფლებამოსილება შეუწყდათ უმაღლესი საბჭოს შემდეგ წევრებს: ელგუჯა ბაგრატიონს, მიშა ბოლქვაძეს, ედიშერ ჟღენტს, ლია ჯაყელს („ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”), გენადი თებიძესა („ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“) და მირდატ ქამადაძეს („კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“).
განხილვის პროცედურების დაწყებამდე, მათ განცხადებებით მიმართეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს.
შესაბამისი დადგენილებების პროექტები, პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა.