უმაღლეს საბჭოში 6 დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ელგუჯა ბაგრატიონი, მიშა ბოლქვაძე, ედიშერ ჟღენტი, ლია ჯაყელი, გენადი თებიძე, მირდატ ქამადაძე, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“და „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ წარმომადგენლები არიან. მათთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, სხდომაზე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა.
მისი განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების წევრებმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს განცხადებებით მიმართეს.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკითხზე გაგრძელდება რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურები.
დღის წესრიგის ბოლო საკითხი, მამუკა თურმანიძის საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით, მისი ამავე კომიტეტის თავმმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.