21 ივნისი

        21 ივნისს, ბათუმს თურქეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია „თურქეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ჰუსეინ შაჰინის მეთაურობით. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან თურქეთის პარლამენტის წევრები, ბურსას გუბერნატორი, ბურსას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, უმასპინძლეს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის მინისტრებმა - რამაზ ბოლქვაძემ, ლაშა კომახიძემ, ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი.

       მხარეებმა  ორი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის რეგიონთაშორის ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება, ისაუბრეს  ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.