14 ივნისი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებმა,  14 ივნისი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის დღე,  ბათუმის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელებს მიულოცეს და საჩუქრად ტკბილეული მიუტანეს.

           საკანონმდებლო ორგანოს წევრები ადგილზე გაეცნენ ცენტრის საჭიროებებს, გაესაუბრნენ აღსაზრდელებს, პედაგოგებს და არსებული გამოწვევების გადაჭრაში თანადგომა აღუთქვეს.

        ბათუმის 22-ე საბავშვო ბაღში განთავსებული დღის ცენტრის ხელმძღვანელის მაია ქათამაძის განცხადებით, მათი ბენეფიციარები საკანონმდებლო ორგანოს წევრთა მხარდაჭერასა და თანადგომას მუდმივად გრძნობენ, რაც მათ განსაკუთრებით ახარებთ. ამ დროისათვის აქ 20-მდე სხვადასხვა ასაკის ბავშვი იმყოფება და ისინი უზრუნველყოფილნი არიან ყველა შესაბამისი სერვისით, სამედიცინო მომსახურებით, რაც მათ გაჯანსაღებას, საზოგადოებაში ადაპტაციასა და ინტეგრირებას უწყობს ხელს. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურების პარალელურად, დღის ცენტრის ბენეფიციარებს ემსახურებათ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებაც.