აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე და ილია ვერძაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აკადემიური წლის, პირველი „სკოლა-ბიზნესის ფორუმის“ გახსნას დაესწრნენ.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, აჭარის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, ადგილობრივ ბიზნესმენებს და დაინტერესებულ კომპანიებს, ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად 13 პროექტი წარუდგინეს.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ბიზნესკომპანიები, რომლებმაც გასულ წელს, მოსწავლეთა იდეების განხორციელებაში მიიღეს მონაწილეობა.