09 ივნისი

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ  მგალობლიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და  კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე  მარიამ ჯაშთან და თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში,  FIRST Global საქართველოს გუნდის რობოტიკის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

    გუნდის წევრებმა რობოტის შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინეს და  ვაშინგტონის ოლიმპიადის გეგმებზე ისაუბრეს.  

    აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა,  სიტყვით  გამოსვლისას,  კმაყოფილება გამოხატა მოსწავლეების  საერთაშორისო პროექტში  მონაწილეობისთვის და მოახლოებულ ოლიმპიადაში წარმატებები უსურვა.  FIRST Global -ის საერთაშორისო საინაუგურაციო შეჯიბრში, 16-18 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების  ქალაქ ვაშინგტონში  გაიმართება.  აღნიშნული საერთაშორისო შეჯიბრის მიზანი საერთაშორისო მაშტაბით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივება და ლიდერების ახალი თაობისთვის ხელის შეწყობაა.