07 ივნისი

       7  მაისს, ბათუმში, 6 მაისის  პარკთან, მელიქიშვილისა  და  რუსთაველის  ქუჩების  კვეთაში  მდებარე   მრავალფუნქციური  საცხოვრებელი  სახლის  პირველ  სართულზე    "ომეგა  მოტორსი" BMW-სა და MINI-ს  ბათუმის  სადილერო  ცენტრი  გაიხსნა.

    აჭარის  მთავრობის  თავმჯდომარესთან  ზურაბ  პატარაძესთან ერთად  ცერემონიას   აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  საკანონმდებლო  ორგანოს  წევრები:  მერაბ  კარანაძე, ვლადიმერ  მგალობლიშვილი, ცოტნე  ანანიძე, დავით  ბაციკაძე,  გიორგი მანველიძე, ხვიჩა  შარაშიძე, დავით თედორაძე, ილია ვერძაძე, ვახტანგ წულაძე, პეტრე ზამბახიძე და ზაზა  ოქუაშვილი  ესწრებოდნენ.

  საზეიმო  გახსნის  შემდეგ მოეწყო ორი ავტომობილის: BMW 5 სერიისა და MINI COUNTRYMAN-ის  პრეზენტაცია,  სადაც  გამოყენებული  იყო  შოუს  ელემენტები.

   აღსანიშნავია, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ზაზა ოქუაშვილმა, ბათუმში, 11 მარტს განვითარებული მოვლენების შედეგად დამწვარი მანქანის სანაცვლოდ აჭარის უმაღლეს საბჭოს BMW X1 საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ "ომერგა  მოტორსის"  ბათუმის  სადილერო ცენტრის  გახსნაზე  ზაზა  ოქუაშვილმა   ფირმის  სახელით  ოფიციალური  განცხადება  გააკეთა.   

  „ომეგა მოტორსი“  1992 წელს დაარსდა  და ქართულ  ბაზარზე BMW-ს  მარკის  ავტომანქანების  ოფიციალური შემომყვანია. 1999 წლიდან    იგი საერთაშორისო კომპანია BMW-სა და LAND ROVER-ის გენერალური იმპორტიორია ,  ხოლო  2011 წლიდან  კი   MINI-ს ავტომობილების იმპორტი დაიწყო.