25 მაისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ორ მეგობარ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აზერბაიჯანელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

  კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აზერბაიჯანის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში - პარვიზ ისმაილზადა, ხელისუფლების, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

  კონფერენციას დიპლომატიური მისიების, სხვადასხვა დიასპორის, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.