02 ივნისი

        2017 წლის 1 ივნისს, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ,   საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აჭარის რეგიონული წარმომადგენლის მოწვევით მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში: „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში - დღეს არსებული რეალობა და გამოწვევები“, რომელიც აჭარის ოფისმა ადგილობრივი თვითმმართველობების, აჭარის მთავრობის, რესურს-ცენტრების, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა.

      შეხვედრის მონაწილენი ასევე, გაეცნენ საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.      

         ღონისძიების ბოლოს გაიმართა „ინკლუზიური სწავლების ცენტრის“ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

        ღონისძიება „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებითა და ბათუმის ანბანის კოშკის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.