05 მაისი

  „ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია და სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი ვექტორი სწორედ ამ მიზნის მიღწევისკენაა მიმართული. იმედი მაქვს, რომ ეს დრო მალე დადგება და თქვენი თაობა საქართველოს ევროინტეგრაციის უშუალო მომსწრე იქნება“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ, საკანონმდებლო ორგანოში  ექსკურსია-საინფორმაციო შეხვედრაზე სტუმრად მყოფ „ევრო -2000“, მე-20, 29 -ე  და მე-10 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

  ახალგაზრდები საკანონმდებლო საქმიანობის სპეციფიკით, პრინციპებით,  ევროინტეგრაციის გზაზე სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი ასპექტებით, უმაღლესი საბჭოს შენობისა და ქართული პარლამენტარიზმის ისტორიით დაინტერესდნენ და მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები უმაღლესი საბჭოს წევრისაგან, ასევე მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელისაგან - ცირა ხაჯიშვილისაგან მოისმინეს.

  მოსწავლეებმა ექსკურსია-საინფორმაციო შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოს ვებ-პლატფორმა - chaerte.sca.ge-ის საშუალებით ჩანიშნეს.