01 ივნისი

   აჭარის ავტონომიური რესბუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. 1 ივნისს დავით გაბაიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან - გია (ელგუჯა) გვაზავასთან, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრთან ქეთევან ბაკარაძესთან ერთად, ფილადელფიის მერიაში ქალაქის საბჭოს წევრს დევიდ ოუს შეხვდნენ.

   შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კანონშემოქმედებით საქმიანობასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დევიდ ოუს ჩვენი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებსა და ძირითად პრინციპებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებსაც, როგორებიცაა: განათლება და ჯანდაცვა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში. საქართველოს ორი ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებმა მასპინძელს მადლობა გადაუხადეს გულითადი მიღებისათვის. დავით გაბაიძე და გია (ელგუჯა) გვაზავა პენსილვანიის შტატში სწორედ დევიდ ოუს ოფიციალური მიწვევით იმყოფებიან.