24 მარტი

   შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ 120 წლისაა. საიუბილეო ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე, ილია ვერძაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, დავით თედორაძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

   აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ მედიკოსებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ადამიანების გადასარჩენად გაწეული საქმიანობისთვის.

   ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერეცია, რომელშიც საქართველოსა და თურქეთის წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქვე მოეწყო  საავადმყოფოს ისტორიული წარსულის ამსახველი ფოტო-გამოფენა, გაიმართა ღვაწლმოსილი ექიმების უკვდავსაყოფი მონუმენტისა (ავტორი: მოქანდაკე თეიმურაზ მახარაძე) და ცნობილი ექიმის - აკაკი ბერიძის  ვარსკლავის გახსნის საზეიმო ღონისძიებები.

   საავადმყოფოს მედპერსონალს იუბილე მიულოცეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ - ილია ღუდუშაურმა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ და ხელისუფლების სხვა ოფიციალურმა პირებმა.