24 მარტი

     ბათუმში წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, სხვა ოფიციალურმა პირებმა და კომპანია „Expo Batumi-ს“ წარმომადგენლებმა გახსნეს.

      დავით გაბაიძემ, მისასალმებელ სიტყვაში, გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორგანიზატორებს საინტერესო ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

   კომპანია „Expo Batumi-ის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო გამომცემლობა მონაწილეობს, რომლებიც „სპორტის სასახლეში“, წიგნის მოყვარულებსა და უმაღლესი განათლების მიღების მსურველებს, სამი დღის განმავლობაში, სრულ ინფორმაციას მიაწვდიან სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ. ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამები.

     გამოფენის გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე, დავით ბაციკაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, ილია ვერძაძე ესწრებოდნენ.