27 მაისი

        27 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გიორგი მანველიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში, ასფალტ-ბეტონის გზის საფარის დაგების  სამუშაოები დაათვალიერა.  დეპუტატებთან ერთად საგზაო სამუშაოები  აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა, მოადგილე რაულ ბერიძემ და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ მოინახულეს.  

      საგზაო სამუშაოები, სოფელ ზენდიდში,  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბონდი 2009“-მ შეასრულა, რისთვისაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 651 550 ლარი გამოიყო.