14 მარტი

  ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი უმაღლესი საბჭოს წევრმა - ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა. მომხსენებლის განმარტებით, კანონის პროექტი გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით განიხილება და მისი მიზანი  „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანაა.

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას.

 სხდომაზე დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა, ასევე განიხილეს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც შესაბამისი პროცედურების შემდგომ პლენარულ სხდომაზე განიხილება. ორივე საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ წარმოადგინა.