27 თებერვალი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიურომ 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე „მინისტრის საათის“ განრიგი განსაზღვრა:

  საკანონმდებლო ორგანოში, 16 მარტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს - მაია ხაჯიშვილს, 20 აპრილს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს - ჯაბა ფუტკარაძეს, 18 მაისს სოფლის მეურნეობის მინისტრს - ზაზა შავაძეს, 15 ივნისს კი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს - ნინო ნიჟარაძეს მოუსმენენ.

  საკითხი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

  ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლეს საბჭოში იწყება საკანონმდებლო წინადადების - რეგიონების ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ (ავტორი მოქ. პაატა ურიადმყოფელი) განხილვა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.