29 ოქტომბერი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლა 100 წლისაა.  საუკუნოვანი საგანმანათლებლო კერის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საიუბილეო თარიღი მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

 დიოკნისის სკოლა 1916 წელს, ერთ-ერთ ოჯახში გაიხსნა, თუმცა მხოლოდ 2-თვით იარსება. რამდენიმე წლის შემდეგ სოფელში კვლავ ამოქმედდა საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო კაპიტალური შენობა 1983-1985 წლებში  აშენდა, რომელსაც 2018 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

 "სკოლამ, სადაც ამჟამად 45 მოსწავლე, 16 მასწავლებელია, არაერთი თაობა აღზარდა, მათგან მრავალია წარმატებული სხვადასხვა სფეროში.

 იმედი მაქვს, რომ 406 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში, კვლავაც არაერთი წარმატებული ახალგაზრდა გაიზრდება, რომლებიც ასახელებენ მშობლიურ სოფელსა და ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ.