29 სექტემბერი

        საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ქალაქ ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

       „ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ახორციელებს თემატურ მოკვლევას: “ ქალების წვდომა ფინანსური რესურსებზე“. სამუშაო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე თემატური მოკვლევის უმთავრეს მიზანზე ვიმსჯელეთ, რაც საქართველოს პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, ქალთა სამეწარმეო ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაუმჯობესების მიმართულებით, გენდერული პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავების ხელშეწყობას ითვალისწინებს“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - ფატი ხალვაშმა.  

      თემატური მოკვლევა, საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრის - ანა ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობითა და პარტნიორი დონორი ორგანიზაციების -  NDI და ევროკავშირის პროექტის - „ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ (AA Facility), ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

    მოკვლევის მიზნით, სამუშაო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, შიდა ქართლსა და კახეთში.