29 სექტემბერი

   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაშკო-ეკალაური-ლორთქიფანიძეების საავტომობილო გზის 1,8-კილომეტრიან მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების ასფალტობეტონი დაიგება.

    მიმდინარე სამუშაოებს აჭარის უმაღლესი საბჭოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან - მამუკა თურმანიძესთან, დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და ხელვაჩაურის მერთან ერთად გაეცნო.

      „მოსახლეობისთვის მიცემულ პირობას ვასრულებთ - კეთილმოწყობილი გზა იყო და არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი სოფლისთვის. ამჯერად ბაშკო-ეკალაური-ლორთქიფანიძეების გზა კეთდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მშენებლები ქვედა და ზედა ბეტონის საყრდენი კედლების, გაბიონის, სანიაღვრე არხების, მილების და რკინა- ბეტონის კიუვეტების მოწყობის სამუშაოებს ასრულებენ. მთლიანი პროექტის ღირებულება კი 928 988 ლარია“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.