27 სექტემბერი

    29 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღეს, სოხუმი დაეცა. 

    ბათუმში,  აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილე ვეტერანებმა, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა საძმო საფლავი. 

    ქართულ - აფხაზური  კონფლიქტი  1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 13-თვიან და 13-დღიან დაპირისპირებას 3 ათასი ქართველი ჯარისკაცი და 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 300 ათასი კი  დღემდე დევნილია.