23 სექტემბერი

      თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში „ბათუმის დღეები“ გაიმართა. მრავალრიცხოვან ღონისძიებებს წინ უძღოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძისა და ტრაპიზონის გუბერნატორის - ისმაილ უსტაოღლუს შეხვედრა, რომელსაც ქალაქ ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

      „ბათუმის დღეების“ ფარგლებში, ქართული მხარე შეხვდა ტრაპიზონის მერს - მურათ ზორლუოღლუს, რომლის დროსაც განახლდა ბათუმსა და ტრაპიზონს შორის წლების წინ გაფორმებული მემორანდუმი, ასევე გაიმართა საფოსტო მარკის პრეზენტაცია, რომელიც ორ ქალაქს შორის ურთიერთობის აღსანიშნავად დაიბეჭდა.