23 სექტემბერი

     აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე პროექტის - „საგანგებო სიტუაციების დროს ჯანდაცვის გამოწვევების მიმართ სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი თემების მდგომარეობების გაძლიერება“, დახურვის ღონისძიებას დაესწრო.

     პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) მხარდაჭერით ხორციელდება და  კატასტროფების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ რეგიონებში ჯანდაცვის გამოწვევების მიმართ დაუცველი თემების  მდგომარეობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

    ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საგანგებო-სამაშველო და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, წარმოჩენილი გამოწვევები და შედეგები შეჯამდა.