23 სექტემბერი

   აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ევროპარლამენტარ - მარინა კალიურანდსა და ევროპარლამენტარ - სვენ მიქსერს შეხვდნენ.

    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგსა და ქვეყანაში ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციის განხორციელების საკითხებზე.

     მხარეებმა ისაუბრეს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეფორმებსა და მათ მიმდინარეობაზე რეგიონულ დონეზე, ასევე იმ უდიდეს მხარდაჭერაზე, რომელსაც  ევროპარლამენტარები იჩენენ ევროინტერგაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ევროპარლამენტის წარმომადგენლები და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.