23 სექტემბერი

     ხულოს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანი-შურმულის საავტომობილო გზის 2,8-კილომეტრიან მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

    პროექტი, რომელიც 2023 წელს დასრულდება, ასფალტობეტონის საფარის დაგებას, ბეტონის სანიაღვრე არხების, მილების, ქვედა და ზედა საყრდენი კედლების და დამცავი ზღუდარების მოწყობას, სავალი ნაწილის ჰორიზონტალურ მონიშვნას ითვალისწინებს.

      „სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად გავეცანით. გზა სამ ადმინისტრაციულ ერთეულს უკავშირდება და 350 ოჯახისთვის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების გარანტია იქნება“, - აღნიშნა მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძემ.