16 სექტემბერი

     ბათუმში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამის თემაზე კონფერენცია გაიმართა.

    ღონისძიება პროექტის - „მე მაქვს უფლება... დამხმარე ტექნოლოგიები შეზღუდული შესაძლებლობების სამსახურში, მათი დამოუკიდებელი ცხოვრების, უკეთესი განათლების, შრომისა და დასაქმების ხელშესაწყობად“ ფარგლებში, აიპ „ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

     პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის პრეზენტაცია შედგა, რომელიც შშმ პირთათვის ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის რეკომენდაციებს, ასევე აჭარის მუნიციპალიტეტებში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, ფოკუს ჯგუფებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ჩატარებული ტრენინგების შედეგებსა და რეკომენდაციებს აერთიანებს.

კონფერენციას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ფატი ხალვაში, ილია ვერძაძე, ცოტნე ანანიძე, საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების აპარატების თანამშრომლები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

    პროექტი ორგანიზაციებთან  - "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის", "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თანამშრომლობითა და "ევროკავშირის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.