13 სექტემბერი

    უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს - ჯაბა ფუტკარაძე კანონმდებლების წინაშე 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვით წარსდგა.

       ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების შემდეგ, მომხსენებელმა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

      წარმოდგენილი მიმოხილვა ორივე კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს, რის შემდეგაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტმა, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლების მზადყოფნისა და საგანმანათლებლო პროცესის განახლების თაობაზე ინფორმაცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის - მაია ხაჯიშვილისგან მოისმინეს.

      მინისტრის განცხადებით, აჭარაში ყველა სკოლა მზადაა სასწავლო პროცესის დაწყებისთვის, ერთადერთი, რომელშიც სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სწავლა ოქტომბერში განახლდება, ქალაქ ბათუმის მეორე საჯარო სკოლაა. აქ მიმდინარე სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

     წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.