06 სექტემბერი

    აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა.დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში კომიტეტებში ჩაეშვა, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

    ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში შემოსულ მორიგ პეტიციაზე -,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის მშენებლობის თაობაზე“ (ავტორი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე) განხილვის პროცედურები იწყება, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი.

    ბიურომ მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს 2022 წლის ბიუჯტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებას, რომელიც აპარატის უფროსმა - ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოადგინა. ცვლილება საკანონმდებლო ორგანოს შენობის სრულ ადაპტირებას და მასთან დაკავშირებულ პროცესებს უკავშირდება.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს სხვადასხვა საკითხზე.