23 აგვისტო

უმაღლესი საბჭო აჭარაში პირველი ადმინისტრაციული დაწესებულება იქნება, რომელიც სრულად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვისათვის, საკანონმდებლო ორგანოს 2022 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რეკომენდაცია უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე და ხაზინადართა საბჭოს თავმჯდომარე - ტიტე აროშიძე უძღვებოდა. მისი განცხადებით, შენობის ადაპტირება და შშმ პირთათვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულებაა დ ის უახლოეს მომავალში შესრულდება.

     ხაზინადართა საბჭომ მხარი დაუჭირა სხდომაზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, რის შემდეგაც,  სამართლებრივ პროცედურებსა და ამ მიზნით დაგეგმილ აქტივობებზე უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღანელმა - ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოადგინა ინფორმაცია.

    ზურაბ ჭურკვეიძის განცხადებით, საკანონმდევლო ორგანოს შენობის ადაპტირება ითვალისწინებს სპეციალური ბილიკების, მოაჯირების, სველი წერტილების მოწყობას, ამასთან, სამივე სართულზე  იმოძრავებს ლიფტი, რომელიც ძეგლის სტატუსის მქონე ადმინისტრაციული შენობისთვის აუცილებელი სპეციფიკისა და ყველა სხვა ნიუანსის გათვალისწინებით დამონტაჟდება, რეაბილიტირდება შენობის ფასადიც.