05 აგვისტო

     ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის საზეიმო ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე და უმაღლესი საბჭოს წევრი - დავით თედორაძე, მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვძესთან, ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსების, დიასპორებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

     „ჩვენს ქვეყნებს მეგობრობისა და თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აკავშირებთ.    დარწმუნებული ვარ, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო, რეგიონულ დონეზე,   ამ ურთიერთობების  კიდევ უფრო განვითარება-გაღრმავებას შეუწყობს ხელს აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ტაჯიკეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულის - თენგიზ ქოქოლაძის ხელმძღვანელობით “, - აღნიშნა ტიტე აროშიძემ.