26 ივლისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომას დაესწრნენ.

 კანონმდებლებმა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის - ზაზა შავაძის ინფორმაცია მოისმინეს 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ და გაეცნენ მიმდინარე წლის პროგრამებს. როგორც აღინიშნა, ,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტი,  შარშანდელ  ბიუჯეტთან შედარებით, 1 932 195 ლარით გაიზარდა.

 ძირითადი მოხსენების შემდეგ, მინისტრმა უპასუხა პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს.