29 ივნისი

  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  საქვეუწყებო  დაწესებულების – ტურიზმისა  და კურორტების დეპარტამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში და მიმდინარე ტურისტული სეზონის მზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინეს.

 კომიტეტის სხდომაზე შესაბამისი მოხსენებით ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტის თავმჯდომარე წარსდგა. თინათინ ზოიძის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, რეგიონის ტურისტული მიმართულებით განვითარება არ შეჩერებულა და პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა.

 ანგარიშის პარალელურად, მომხსენებელმა ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია წარმოადგინა ახალი მიმართულებების, ტურისტული პროდუქტების განვითარების, დივერსიფაკაციის, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის, ტურისტული სერვისების განვითარების, რეგიონის პოპულარიზაციის კუთხით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

 კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაცია, კომიტეტმა ცნობად მიიღო.