24 ივნისი

  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს - ჯაბა ფუტკარაძემ 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი წარმოადგინა.

  კანონის პროექტში გაწერილი ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრებისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების, მხარჯავი ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტების დაფინანსებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის დეტალურად წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების კითხვებს და გაეცნო კომიტეტების შენიშვნებს საბიუჯეტო კანონის პროექტთან დაკავშირებით. მომხსენებლის განცხადებით, მიმდინარე პროცესები და საბიუჯეტო ცვლილებები პოზიტიური შედეგების გარანტიას იძლევა.

  წამყვანმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საბიუჯეტო ცვლილებების უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განხილვას.

  რაც შეეხება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ წარმოდგენილ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ (2023-2026 წლები) ინფორმაციას“, კომიტეტის წევრებმა ის ცნობად მიიღეს და მხარი დაუჭირეს საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.