15 ივნისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით ბაციკაძე, ლაშა სირაბიძე და ირაკლი ჩავლეიშვილი ევროპარლამენტარ ლუკას მანდლს ბრიუსელში, ევროპარლამენტში შეხვდნენ, სადაც ორგანიზაციის - „საერთაშორისო ფონდი უკეთესი მმართველობისთვის“ (IFBG) მიწვევით, 13-16 ივნისის ჩათვლით, იმყოფებიან.

 „ვისაუბრეთ ევროინტეგრაციის გზაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონების განვითარების საჭიროებებზე, მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციონალური განვითარების აუცილებლობაზე“, - განაცხადა უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ.

 სამუშაო შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და მასში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად, თვითთმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ.

  „საერთაშორისო ფონდი უკეთესი მმართველობისთვის“ მსგავს შეხვედრებს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების რეგიონების წარმომადგენლებთან მომავალშიც გეგმავს.