14 ივნისი

  მაღალმთიანი აჭარის დეპუტატი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში -კელი დეგნანთან და პარლამენტარ - ანზორ ბოლქვაძესთან ერთად, ხულოში იმყოფებოდა.

 აშშ-საქართველოს ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლისთავზე, კელი დეგნანი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელებს, მეწარმე ქალებსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის წარმომადგენლებს შეხვდა და ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში „ამერიკული თარო“ გახსნა.

 ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი და მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და სხვა მიმართულებით.