03 ივნისი

  ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია - „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები/ადგილწარმოშობის პროდუქტები“ გაიხსნა. უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროექტების წარმომადგენლები მიესალმნენ.

  „ჩვენი რეგიონისთვის, და ზოგადად, შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის პროდუქტებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, არსებული პრაქტიკის გაზიარება, ახალი გამოწვევების გაცნობა და სამოქმედო გეგმების შემუშავება. მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს სწორი  ანალიზის გაკეთებას და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას“ - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ შეხვედრაზე.

  კონფერენციაზე  განიხილავენ  ქართული  ადგილწარმოშობის პროდუქტების რეგისტრაციის, ასევე დაცვის მიმართულებით არსებულ სიტუაციას,  საერთაშორისო გამოცდილებას გეოგრაფიული აღნიშნვების პროდუქტების სფეროში და მის როლს პროდუქტის პრომოუშენის კუთხით.

  კონფერენცია ტარდება საერთაშორისო პროექტის - „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“- ფარგლებში, რომლის მონაწილე ქვეყნები არიან საქართველო, რუმინეთი და თურქეთი.