02 ივნისი

   საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგის პირველ საკითხად უმაღლესი საბჭოს 7 წევრის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს.

   შესაბამისი მოხსენება უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, პაკეტი  - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“  კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მოიცავს. პროექტის მიზანი, აღნიშნული კანონისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის საქართველოს შესაბამის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაა.

  კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტი პლენარული სხდომისათვის მომზადებულად მიიჩნია.

  სხდომაზე, აჭარის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი დასახლებების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მოთხოვნის შესახებ პეტიცია, კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

  განხილვას ესწრებოდა პეტიციის ავტორი - შუახევის მცხოვრები იზა ფუტკარაძე, რომელმაც დეტალურად ისაუბრა პეტიციის მომზადების მიზეზებსა და ამოცანებზე.

  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.