20 მაისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა მესამე მოსმენით წარადგინა.

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ნებისმიერი კანონპროექტის განმარტებით ბარათში უნდა აღინიშნოს თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტული კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე.