13 მაისი

,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის’’ რიგით მე-13  საერთაშორისო გამოფენის გახსნის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრებთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.  

„EXPO BATUMI TRAVEL 2022-ზე“ 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიაა წარმოდგენილი. გამოფენა, რომლის მიზანი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნეს კონტაქტების მოძიება და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებაა, 15 მაისს დასრულდება.

„EXPO BATUMI TRAVEL 2022-ის“ორგანიზატორი ამჯერადაც კომპანია „Geonet Expo-ა”.