30 აპრილი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ორგანიზებულ  კონფერენციაში  მიიღო მონაწილეობა.

  „ევროპის იმუნიზაციის კვირეული“,„ჯანმოს“ ევროპის ბიუროს გადაწყვეტილებით,  აპრილის ბოლო კვირაში ტარდება, თემატიკა კი ყოველწლიურად იცვლება აქტუალურობის მიხედვით.

 ილია ვერძაძე მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს, მადლობა გადაუხადა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში აქტიურობისათვის და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას დაპირდა.  

 ღონისძიება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა გახსნა. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა იმუნიზაციის მნიშვნელობას, ვაქცინაციის ჩატარებას და  მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. საქართველო იმუნიზაციის კვირეულში, აქტიურად, 2007 წლიდან ჩაერთო.

 კონფერენციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები, იმუნიზაციაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები და ფიზიკური პირები ესწრებოდნენ.