29 აპრილი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიში მოისმინეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა.

 შესაბამისი მოხსენება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა. ჯაბა ფუტკარაძემ ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების მაჩვენებლებთან ერთად, ცალკეული სამთავრობო უწყების მიერ შესრულებულ საბიუჯეტო ვალდებულებებზე, რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.

 კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას.