28 აპრილი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
 „შეხვედრაზე მიმდინარე აქტუალური საკითხები განვიხილეთ, გავეცანით ლაბორატორიის შესაძლებლობებს, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებს“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ.
 როგორც აღინიშნა, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელის გაძლიერება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში აღებული ვალდებულებების შესრულებას.
 სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ესრწებოდნენ, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.