საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

18 მაისის პლენარული სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

18 მაისი

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, 18 მაისს, საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრებს დღის წესრიგი გააცნო. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს დღის წესრიგს და ითხოვეს საკითხების განხილვამდე დრო განცხადებებს დათმობოდა. პეტრე ზამბახიძემ, გია აბულაძემ, ელგუჯა ბაგრატიონმა და დავით ბაციკაძემ კონტრაგუმენტებით ისაუბრეს წამოჭრილ რიგ საკითხებზე.
       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შედეგები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გააცნო. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ კირტავამ და უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძემ ბიუჯეტის შესახებ ანგარიში წარადგინეს.
ხანგრძლივი მსჯელობის და დებატების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრა გამოაცხადა დადგენილების პროექტზე, რომელსაც 16 დეპუტატიდან 14-მა დაუჭირა მხარი.
უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა მის მიერ ინიცირებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტი, რომელიც უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღეს.
   კანონმდებლებმა ხმათა უმრავლესობით მეორე მოსმენით მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი:
    ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ;
    ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.
ნინო ჩხეტიამ კანონმდებლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების ორი პროექტი გააცნო - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის განსაზღვრისა და უმაღლესი საბჭოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ“ , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს , 2016 წლის 28 ნოემბრის #4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლისწ 28 ნოემბრის #5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
       კანონმდებლებმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს დადგენილების პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს “ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“, რომელიც უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, პირველად გამოიყენა სანქცია უმაღლესი საბჭოს იმ წევრის მიმართ, რომელმაც სხდომის თავმჯდომარის მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, დაარღვია რეგლამენტი. ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი გაძევებულ იქნა სხდომათა დარბაზიდან და დაექვითა ერთი დღის ხელფასი და სადეპუტატო დანამატი.
      18 მაისის პლენარულ სხდომას, ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის, აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული, 20-მდე სტუდენტი (კორესპონდენტები,რეპორტიორები, ჟურნალისტები) დაესწრო.