31 იანვარი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე და საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი რესან კონცელიძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მათ წინაშე არსებული გამოწვევების - ბულინგის, ძალადობის სხვა ფორმების აღმოფხვრაზე, სამოქალაქო საქმიანობაში მათი ჩართულობის გაზრდის უზრუნველყოფისათვის განსახორციელებელ აქტივობებზე და სკოლამდელი და ზოგადი განათლების გაძლიერების საჭიროებებზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ  „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ სამოქმედო გეგმა, რომელიც  გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შემუშავდა, ქალაქ ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში, 14-17 წლის მოზარდებს წარუდგინეს.  

შეხვედრა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე და მათი საჭიროებების გამოკვეთას ისახავდა მიზნად.