28 დეკემბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მარინე გვიანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ.

 მიმდინარე წელს 25 მიმართულებით მოეწყო ასფალტობეტონის საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 43,1 კმ სიგრძის საავტომობილო გზას.

 ინტენსიური მუშაობის შედეგად მოეწყო სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობები, რაც მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 ხუთივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის 100 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე სხვადასხვა მიმართულებით მოეწყო ცემენტობეტონის  საფარი.

 მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია ძირითად მიმართულებებზე დაასრულებულია, დარჩენილია გარდამავალი პროექტები, რომელებიც  2022 წელს დასრულდება.

 ღონისძიების ბოლოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უწყების თანამშრომლები დააჯილდოეს.