27 დეკემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ.

 ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ  რეგიონში სერვისის გაუმჯობესების, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტები შეაჯამა.

 მიმდინარე წელი აჭარისთვის გამორჩეული იყო საერთაშორისო მიღწევების კუთხითაც. ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომ 2023 წელს აჭარა ტურიზმის საერთაშორისო დაჯილდოებას “World Travel Awards” უმასპინძლებს. წელს, ბათუმს UNESCO-ს მუსიკის ქალაქის წოდება მიენიჭა, აჭარის სამმა ეროვნულმა პარკმა კი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო.