15 დეკემბერი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს  მიზანია რეგიონში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი აღსრულების მონიტორინგი“  განაცხადა ფატი ხალვაშმა გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხილვისას.

შეხვედრას უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე, მარინე გვიანიძე, მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოების, ქალთა ოთახის, გენდერის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამოქმედო გეგმის გაცნობის შემდეგომ გაიმართა დისკუსია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა მომზადებულია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.