15 დეკემბერი

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  კანონის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი წარუდგინა ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინემ გვიანეძემ, რომელიც კანონმდებლებმა  უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომისთვის განსახილველად მომზადებულად მიიჩნიეს.

 ბიუროს წევრებმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლადო მგალობლიშვილის მიერ წარმოდგენილ საკითხებთან - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ დაკავშირებით.

 დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 16 დეკემბრის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს, რომელიც ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გააცნო.