13 დეკემბერი

 საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს.

 კანონმდებლებთან, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მირიან ქათამაძემ   ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ რესპუბლიკურ კანონში შესატანი ცვლილების მიზანშეწონილობაზე გაამახვილა ყურადღება, უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს.

 დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანას ეხება,  მოხსენება    კომიტეტის თავმჯდომარემ -  ლადო მგალობლიშვილმა გააკეთა.

 კომიტეტმა კანონის პროექტები სხდომაზე განსახილველად მომზადებულად მიიჩნია.