10 დეკემბერი

 ,,ქალთა ოთახების საქმიანობა გადამწყვეტია ადგილობრივი თვითთმართველობის დონეზე ქალთა და გოგონათა მხარდაჭერისა და გაძლიერებისთვის და მზად ვარ ხელი შევუწყოთ მუნიციპალური „ქალთა ოთახების“ სისტემატიზებასა და ეფექტურ მუშაობას’’ – აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ფატი ხალვაშმა სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებულ ქალთა ოთახის გაერთიანების წევრებს შორის გაიმართა.

 მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გაწეული საქმიანობის შედეგები, არსებული გამოწვევები და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. შეხვედრას უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი მარინე გვიანიძე და ქალთა ოთახების გაერთიანების მხარდამჭერი, მერსი ქორფსის კავკასიის ალიანსების პროგრამის უფროსი ოფიცერი გურანდა გოგიტიძე დაესწრნენ.

 მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ - ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.