10 დეკემბერი

 „10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა.   1948 წელს,  გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებამ ადამიანის უფლებების მიმართულებით მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას ჩაუყარა საფუძველი. შეგვიძლია გავიხსენოთ სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარი ცნობილი მოვლენები, ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და თანასწორიბისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარულები“ - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე.

 ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სკოლის მოსწავლეებს უმაღლეს საბჭოში უმასპინძლა, მიულოცა მნიშვნელოვანი თარიღი და აღნიშნა, რომ თანასწორობისთვის და თანაბარი შესაძლებლობის მქონე გარემოს შექმნისთვის  ვალდებულება სახელმწიფოს აქვს, რისთვისაც იხვეწება საკანონმდებლო ბაზა და ხორციელდება შესაბამისი პროექტები.

 ცოტნე ანანიძემ, შეხვედრაზე კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ისაუბრა.

 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.